ბოლო სიახლეები

„ჩვენს წინ ორი ტიპის ქცევაა, როდესაც მარგველაშვილმა გვაჩვენა საზოგადოებისთვის მისაღები სტანდარტი, რაც უსუფაშვილმა არ დაიცვა“

შესთავაზა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა დავით უსუფაშვილს? – ამ კითხვაზე მხარეებს განსხვავებული პასუხი აქვთ. ექსპრემიერის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა კოალიციაში, უსუფაშვილი კი პრემიერ-მინისტრი. თავად სპიკერი ამტკიცებს, რომ მსგავსი შეთავაზება ივანიშვილისგან 22 თებერვალს მიიღო. როგორც მოვლენები აჩვენებს, ივანიშვილ-უსუფაშვილის პირისპირ საუბრის შესახებ სიმართლეს საზოგადოება ვერ გაიგებს.

რა სტანდარტი არ დაიცვა დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერთან ურთიერთობაში და რა მოტივით გახდნენ ენერგიულად დაპირისპირებული ივანიშვილის გუნდთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ივანიშვილი, რომელიც ადასტურებსნაციონალური მოძრაობისწევრთან, დავით ბაქრაძესთან კომუნიკაციას და ამბობს, რომშესთავაზა გუნდში გადმოსვლა, რატომ უარყოფს დავით უსუფაშვილისთვის პრემიერმინისტრის თანამდებობის შეთავაზებას?

რამაზ საყვარელიძე: ძნელია გარკვევა, რადგან შეიძლება დიალოგს ბევრი ნიუანსი ჰქონდეს. ანუ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ენაზე მოადგა ფრაზა და უთხრა წამოდიო, ისე რომ, სერიოზულად არც უფიქრია მაგ საკითხზე.

როდესაც პრემიერმინისტრის თანამდებობას ეხება საქმე, ასეთი რამ დასაშვებია?

– როდესაც ეძებენ კანდიდატურას, ხშირია-ხოლმე შეთავაზება. ესეც ხომ კანდიდატურის ძიების ერთ-ერთი მომენტი იყო?! ამიტომ, შეიძლება ივანიშვილს არ ახსოვდეს იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ მიანიჭა, მაგრამ უსუაფაშვილს ახსოვდეს იმიტომ, რომ მნიშვნელობა მიანიჭა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ იყო დასატრაბახებელი ეს შეთავაზება. და, თუკი იყო მსგავსი შეთავაზება, მაშინ გაუგებარია რატომ თქვა უარი.

ანუ, შესაძლებელია, რომ ეს არ იყო სერიოზული შეთავაზება ივანიშვილის მხრიდან?

– თუ შეთავაზება სერიოზული იყო, უსუფაშვილი იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მეეჭვება სერიოზული ყოფილიყო ეს შეთავაზება და კიდევ ერთი მიზეზით – თუ გახსოვთ, როდესაც თინა ხიდაშელმა დაიკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, იმავე მომენტში გამოვიდა ინფორმაცია შს მინისტრის ცვლილებაზე, ამავე დროს ჟურნალისტებში გაჩნდა ვარაუდი, რომ ალბათ, შს მინისტრიც გახდებოდა რესპუბლიკელი, რადგან მაშინ რესპუბლიკელები ყურადღების ცენტრში იყვნენ ივანიშვილის მხრიდან. მაშინ რესპუბლიკელებს ჰქონდათ გარკვეული რეაქცია ამაზე, არაპირდაპირი, მაგრამ ამ აზრის მიმყოლი, რომ შეიძლება შს მინისტრის თანამდებობა რესპუბლიკელს დაეკავებინა.

იმ პერიოდში რესპუბლიკელებს ჰქონდათ ასეთი განცდა და ფრაზაც ჰქონდათ ასეთი, რომ მათ წამყვანი ადგილი უკავიათკოალიციაში

– ნამდვილად ჰქონდათ ასეთი განცდა, მაგრამ ივანიშვილმა შს მინისტრის პორტფელი რესპუბლიკელებს ააცილა და თუ დავაკვირდებით, რესპუბლიკელების შემდგომი გაძლიერება აღარ უცდია.

როტომ შეჩერდა რესპუბლიკელების გაძლიერება?

– არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ იმ სიამაყის გამო, რაც რესპუბლიკელებმა გამოავლინეს, თითქოსდა ჩვენ ვართ წამყვანი პარტია კოალიციაშიო. თუ ამ ვერსიას შევყვებით, მეეჭვება, რესპუბლიკელებისთვის თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, პრემიერობაც დაეთმო ივანიშვილს. გარდა იმისა, რომ რესპუბლიკელები ფაქტიურად მისგანაც უმართავები გახდებოდნენ, დაიჯერებდნენ, რომ მათ მართლაც წამყვანი პოზიციები ეკავათ ყველა თვალსაზრისით.

უსუფაშვილის პრემიერობის შემთხვევაში ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა ივანიშვილი კოალიციის იმ ნაწილისგან, რომელიც რესპუბლიკელების ასეთ დაწინაურებას თავის დროზე პროტესტით შეხვდა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ივანიშვილს მთელი სერიოზულობით დაესვა საკითხი – რესპუბლიკელებს პრემიერობაც ხომ არ ჩავაბარაოო. ეს ვერსია ჩემთვის ძალიან საეჭვოა.

ივანიშვილსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულ კონფლქტზე მუდმივად იყო საუბარი, მაგრამ ამის მიუხედავად პარტია სამიმინისტრით იყო წარმოდგენელი მთავრობაში, პარლამენტში წამყვან კომიტეტებს ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ დღესგაცილებით მძიმე ვითარებაში არიან, ვიდრეთავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც პირველი გავიდნენ კოალიციიდან.რესპუბლიკელების ასეთი ვარდნა, მათივე ამბიციებიდან მომდინარეობს?

– ჩემი აზრით, რესპუბლიკელებისთვის ახალი არ არის პოლიტიკაში შეცდომების დაშვება. კერძოდ, როგორც კი კოალიცია დაიშალა და რესპუბლიკელები ცალკე აღმოჩნდნენ, მათ ისევე როგორც ბევრმა ოპოზიცურმა პარტიამ, გადაწყვიტეს მოსახლეობის ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერის მოპოვება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკის ხარჯზე, ალბათ, უფრო ზუსტად, ივანიშვილის კრიტიკის ხარჯზე. ეს გარკვეული თვალსაზრისით აისახა წამყვან ფარაზაში – თავისუფლება, რომელსაც თითქოს ვერ მოედავები, რადგან ყველა უბედურებისგან თავისუფლებაზეა ლაპარაკი. მაგრამ, მარტო ერთ სიტყვას – თავისუფლებას, რომ დებს „რესპუბლიკური პარტია“, იქ ძალაუნებურად იკითხება ქვეტექსტი, რომ შეიძლება ლაპარაკია სწორედ ივანიშვილისგან თავისუფლებაზე.

როდესაც, „ოცნების“ მიერ დანიშნულმა ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მასთან გაცხარებული დუელი წამოიწყო თინა ხიდაშელმა. რესპუბლიკელებმა დაივიწყეს რა პოზიცია ეკავათ ნახევარი წლის წინ და უცბად, მთლად რადიკალური თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ენერგიულად დაპირისპირებული  გახდნენ ივანიშვილის გუნდთან. ვფიქრობ, რომ ეს მეტ-ნაკლებად მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვისაც.

სწორედ ამ მოულოდნელობით აიხსნება ივანიშვილის განცხადება, როდესაც თქვა, რომ ლამის, ნაციონალების ხარისხშილაპარაკობენ რესპუბლიკელებიო?

– რა თქმა უნდა. რესპუბლიკელებს რომ ისეთი საარჩევო ფორმულები მოეძებნათ, რომელიც, მათ წინა კოალიციაში ყოფნის პერიოდს ხაზს არ გადაუსვამდა, თუ მაინცდამაინც კრიტიკულები უნდა ყოფილიყვნენ, მმართველ პარტიას შეჯიბრებოდნენ უფრო მეტის გაკეთებაში და არა ადრე, ან ამჟამად გაკეთებულის კრიტიკაში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება რესპუბლიკელების მიმართ აგრესია არ ყოფილიყო. როდესაც პარტია 4 წელი პოლიტიკური ოჯახის წევრია, მაგრამ როგორც კი გარეთ აღმოჩნდება, იწყებს საკუთარი ოჯახის კრიტიკას, ეს ზოგადადაც არ გამოიყურება სანდომიანად და ალათ, ოჯახის არც დანარჩენი წევრებისთვის არის მისაღები.

როგორც ჩანს, იავნიშვილისთვისთავისუფალი დემოკრატებიგაცილებით მისაღები პოლიტიკური ძალაა, ვიდრერესპუბლიკელები და ამ ორი პარტიის საარჩევნო სტრატეგას თუ გადავხედავთ, რესპუბლიკელები ხელისუფლების დაივანიშვილის კრიტიკით შემოიფარგლებიან, დემოკრატები აქცენტს სოციალურ და საგარეო ფაქტორებზე აკეთებენ. მეტიც,ივანიშვილის განცხადებით, ის არ ისურვებდა, რომ უსუფაშვილი ელისაშვილს დაემსგავსოს. ასეთი კრიტიკა რესპუბლიკელებისმიმართ, შესაძლებელია გახდეს მიზეზი იმისა, რომ საპარლამენტო მანდატები ვერ მიიღონ?

– რაც შეეხება შედარებას, ივანიშვილმა ერთდროულად ორი კურდღლისკენ გაისროლა. პრინციპში, მისთვის უსუფაშვილის კრიტიკა საფუძველს მოკლებულია, ნაკლებად პოლიტიკური, უფრო პერსონალური კრიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. საერთოდ, პარადოქსული ვითარებაა, უსუფაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს, ძალიან მაღალი პოლიტიკური სტანდარტებითა და კულტურით გამოირჩეოდა, ბრძოლის რეჟიმში გადმოსვლის შემდეგ, ამ სიმაღლეს კარგავს. შედარებისთვის, დაპირისპირება ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორისაც იყო, ეს იყო დაპირისპირება, სადაც ივანიშვილი გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე უსუფაშვილის შემთხვევაში.

მარგველაშვილმა ამ დაპირისპირების დროს, ივანიშვილისეულ არც ერთ დარტყმას არ უპასუხა. თავისი დამოკიდებულება დატოვა შემდეგი ფორმულის ფარგლებში – „პატივს ვცემ. ჩვენ შუა რაც მოხდა, ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი“ და გააგრძელა საუბარი. აი, „ჩვენ შუა რაც მოხდა, ეს არ არის განხილვის საგანი“, – ამ პრინციპს უღალატა უსუფაშვილმა და დაიწყო მსჯელობა, რომ მას რაღაცა შესთავაზეს.

ჩვენს წინ ორი ტიპის ქცევაა, როდესაც მარგველაშვილმა გვაჩვენა საზოგადოებისთვის მისაღები სტანდატი და მათ შორის ივანიშვილისთვის, ეს სტანდარტი არ დაიცვა უსუფაშვილმა, რომელიც მანამდე მაქსიმალური კორექტულობით გამოირჩეოდა. როდესაც რესპუბლიკელების შეცდომებზე ვსაუბრობ, სწორდ ამას ვგულისხმობ. ასევე სტანდარტი არ დაიცვა რამდენიმე წევრმა, ხიდაშელმა, ბერძენიშვილმა და ა.შ. ვფიქრობ, ეს რესპუბლიკელებისგან არ იყო სწორი ქმედება. არსებობენ პარტიები, რომელთანაც დაპირისპირება მოულოდნელი არ არის, მაგრამ შენ, როდესაც 4 წელი იქ იყავი და კოალიციიდან გასვლის შემდეგ იწყებს კრიტიკას, ეს უკვე მიუღებელია.

წყარო: for.ge

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...