ბოლო სიახლეები

საქართველოს 97% სტრესში ცხოვრობს, დანარჩენი საზღვარგარეთ…

საქართველოში ძირითადად სტრესულ მდგომარეობას ქმნის ზოგადად უმუშევრობა ან სამუშაოები სამარცხვინო ანაზღაურებებით. ეკონომიკურ სიდუხჭირეს,  ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ. თავის გადასარჩენად და სიღარიბისგან ოჯახის გამოსახსნელად ერთადერთი გზა რჩება, ეს გზა კი საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას გულისხმობს. ემიგრანტთა ზუსტი სტატისტიკის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ყოველი მეორე ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ. საქართველოდან ქართველი გარბის უკეთესი ცხოვრების საძებრად, ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად ან საერთოდაც შესაქმნელად. გარბის და უკან აღარ ან ვეღარ იხედება. მიზანი ყველას ერთი აქვს – მიაგნოს იმ კომფორტს, რაც საკუთრმა ქვეყანამ ვერ შეუქმნა ან მატერიალურად დაეხმაროს ოჯახის წევრებს იმ სტრესის დაძლევაში, რომელიც ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

რა ხდება, რატომ ვერ ქმნის სახელწიფო პირობებს იმისა, რომ ქართველი საქართველოში  გაჩერდეს, აქ ისწავლოს, აქ იმუშაოს, აქ განვითარდეს? ამ თემებთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო თავად ემიგრანტთა აზრია, ამიტომ საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE) გაესაუბრა საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებს  და გთავაზობთ მათთან ჩაწერილ ინტერვიუს.

რატომ დატოვეთ საქართველო?

ალბათ იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო გაჩერება ისეთ ქვეყანაში, სადაც არაფერია საარსებოდ.

-რა შემთხვევაში დაბრუნდებით საქართველში?

ამ ეტაპზე, არა მგონია, ისეთი პირობები იყოს საქართველოში, რომ დაბრუნება ღირდეს.

რა განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის?

განსხვავება დიდია, ჩვენ საქართველოში შევიწროებული და შეზღუდული ცხოვრება გვაქვს. უცხოეთში ემიგრანტები ცოტათი მაინც არიან ფრთებ გაშლილები, რადგან თავს აძლევენ კომფორტის უფლებას. საქართველოს პირობებში კომფორტზე საუბარი ზედმეტია.

-ჩვენ ახლა ერთ-ერთ უსაფრთო ქვეყანას წარმოვადგენთ, დაბრუნდებით თუ არა ისევ?

არა მგონია,მოკლე დროში დაბრუნების სურვილი მქონდეს, არც უსაფრთხოების იმედები მაქვს.

რესპოდენტი – გია სილაგაძე (ემიგრანტი იტალიიდან).

 

რატომ დატოვეთ საქართველო?

პირობები არ იყო, რომ შვილები მერჩინა, დამეყენებინა ისინი გზაზე და შემექნა მათთვის მომავალი.

-რა შემთხვევაში დაბრუნდებით საქართველში?

როცა იქნება სამუშაოები შესაფერისი ანაზღაურებით და პირობები იმისა, რომ შვილები ვარჩინოთ. სამუშაო ადგილებია საჭირო, რომ სხვა ქვეყანაში სხვისი მონა არ ვიყოთ.

რა განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის?

რა თქმა უნდა, ცხოვრების პირობებშია განსხვავება. გარდა ამისა, მე თურქეთში ვარ და ვერავინ ვერ მოგაყენებს ისეთ შეურაცხყოფას, როგორსაც საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. იქ უფრო დაცულად გრძნობ თავს.

-ჩვენ ახლა ერთ-ერთ უსაფრთო ქვეყანას წარმოვადგენთ, დაბრუნდებით თუ არა ისევ?

მხოლოდ მაშინ,როცა პირობები იქნება გაუმჯობესებული.

რესპოდენტი – თეა ოსეფაიშვილი (ემიგრანტი თურქეთიდან).

 

რატომ დატოვეთ საქართველო?

ჩემი საქართველოდან წასვლა იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ მსურდა ამერიკული განათლება მიმეღო და სწორედ ამ პერიოდში მოიგო მამაჩემმა მწვანე ბარათი. ამ ორმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა საქართველოს დატოვება.

-რა შემთხვევაში დაბრუნდებით საქართველში?

როგორც ზემოთ ვახსენე, ამერიკაში განათლების მისაღებად ვიმყოფები, ამიტომ საქართველოში იმ დროს დავბრუნდები, როდესაც საერთაშორისო სტანდარტების დონის დამაკმაყოფილებელ განათლებას მივიღებ.

რა განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის?

შემიძლია გესაუბროთ საქართელოსა და ამერიკას შორის განსხვავებებზე. შედარებაც კი არ შეიძლება. მე, როგორც სტუდენტს, საქართველოში მქონდა მინიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ მაღალი დონის განათლება მიმეღო და რომც მიმეღო, დაგროვებული ცოდნის გამოყენების საშუალება საქართველოში ერთეულებს აქვს. ვინც მუშაობს, ხელფასით თითქმის ყველა უკმაყოფილოა, რადგან ღარიბი ქვეყანა ვართ და ადეკვატური ხელფასები არ გაიცემა. ამერიკაში პირიქითაა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასები აქ გაიცემა. ვახერხებ სწავლას და მუშაობას ერთდროულად.

-ჩვენ ახლა ერთ-ერთ უსაფრთო ქვეყანას წარმოვადგენთ, დაბრუნდებით თუ არა ისევ?

როცა მივდიოდი უსაფრთხოებაზე პრეტენზია არც მქონდა. ამიტომ დავბრუნდები მაშინ, როცა შესაძლებლობები ექნება ქვეყანას მეტი.

რესპოდენტი – ბაქარ ხმელიძე (ამერიკაში მყოფი ქართველის სტუდენტი).

ჩვენმა სააგენტომ ასევე ჩაწერა ქალბატონი, რომელიც წლებია უკვე საქართველოდან წასულია რათა არჩინოს საკუთარი ოჯახი. ამ რჩენაში კი მას საქრთველო თითქმის დაავიწყდა. გთავაზობ ინტერვიუს ასევე ემიგრანტ მარეხი წოწონავასთან:

ქალბატონო მარეხი რა მიზნით ტოვებენ საქართველოს ქართველები?

მოდი ჩემო კარგო, მე ნამდვილად ისე გიპასუხებთ, როგორც მე ვხედავ და ვფიქრობ, რომ არც ძალიან მოსაწონი პასუხები იქნება.

ძირითადად, 80 % ემიგრანტი ქალბატონებისა მეუღლეებს გამოქცეულები არიან და მხოლოდ მერე პლიუს ეკონიმიური სიდუხჭირე.მინდა გითხრათ სულ, რომ აშენდეს საქართველო ეს 80 % სამშობლოში დამბრუნებელი აღარაა, და არც საქართველოში ელოდებიან გაშლილი ხელებით.

სამწუხაროდ ეს ოჯახისთვის თავგადადებული ქალები საქართველოში, რომ შვებულებით ჩამოდიან, როგორც ფული უმთავრდებათ ეგრევე ჩემოდნებზე სვამს ოჯახი და აქეთ უშვვებს, ისიც უსიტყვოდ და ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთთან ერთად უკან ბრუნდებიან და რაც არ უნდა ითქვას, და როგორც არ უნდა ჩანდეს ეს ოჯახები ფიქტიურად ინარჩუნებენ სახეს, თორემ ფაქტიურად დანგრეულია. რის შედეგადაც ცოცხალი მშობლების ხელში დაობლებული შვილების თაობა მივიღეთ.

ავტორი : გვანცა ჩხიკვაძე

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE)

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...