29/03/2024
Latest:
მსოფლიო

Google-ის ტოპ-მენეჯერმა, რეკორდული ბონუსი – $199 მილიონი მიიღო

კორპორაცია Google-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ, 199 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება Alphabet Inc.-მა მიიღო, რომელიც Google-ს ფლობს, – წერს Bloomberg-ი.

თუმცა, პიჩაი 2019 წლამდე, ფულით სარგებლობას ვერ შეძლებს – ბონუსი მას კომპანიის აქციების (სულ 273 ათსი აქცია) სახით გადაეცა და 2019 წელს, თუ იგი კვლავ Google-ის ტოპ-მენეჯერი იქნება, იმ შემთხვევაში იგი მიიღებს თავის ბონუსს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს თანხა, ყველაზე დიდი ბონუსია, რაც კი კომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში გაუცემია. თუ პიჩაი აღნიშნულ თანხას მიიღებს, იგი ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი გახდება.

წყარო