ბოლო სიახლეები

ვალერიან გორგილაძე – ივანიშვილი შეეცდება ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნას, რომელიცმის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებს

2016 წლის არჩევნების შედეგებზე და იმაზე, 2016-2020 წლებში სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება პროცესები საქართველოში, აღნიშნულ საკითხზე  სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე საუბრობს.

ბატონო ვალერიან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები პრაქტიკულად ცნობილია. ჩასატარებელი მეორე ტური გვანახებს, ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობაქართულ ოცნებას”. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მაქსიმალურს გააკეთებს რათაოცნებასსაკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს. თუმცა, პირველი ტურის შედეგებს თუ გადავხედავთ, ისიც ფაქტია, რომ მმართველ გუნდი ახლოსაა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ახლა, როცა არჩევნების შედეგები ცხადზე უცხადესია, იმის განხილვა თუ რატომ არ დაემთხვა არჩევნებამდე მრავლად გამოცხადებული ექსიტპოლები არჩევნების შედეგებს, არც კი ღირს. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება მეტყველებდეს არჩევნების ის შედეგი, რაც უკვე ვიცით და პარლამენტში ძალთა სავარაუდო განლაგება რა ტენდენციებზე საუბრის საშუალებას იძლევა?
– არჩევნების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ასე ნანატრი მრავალპარტიულობის და კოალიციური მთავრობის იდეამ ჩაილურის წყალი დალია. მრავალპარტიული სისტემის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ორპარტიული სისტემის კონტურები და თუ უახლეს პერიოდში არ დაიწყება გარეთ დარჩენილი პარტიებისაგან ერთიანი პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრის შექმნა, საქართველოში დიდი ალბათობით შეიქმნება ორპარტიული პოლიტიკური სისტემა.
”პატრიოტთა ალიანსი,” ამ თვალსაზრისით, არ ცვლის არსებულ ვითარებას, ამ პოლიტიკური გაერთიანების ლოკალური წარმატება არის დაკავშირებული მარგინალურ ტრენდთან, რომელიც არის სიტუაციური და უფრო მეტად მეტყველებს საზოგადოების დაღლილობაზე სხვა მარგინალური პარტიებისაგან, – ისეთებისგან, როგორიც არის მაგალითად ”ლეიბორისტული პარტია.”
– ”ინტერპრესნიუსთანსაუბარში თქვენ არა ერთხელ გითქვამთ, რომლეიბორისტულ პარტიასპულსი არ ესინჯება, არადა, შალვა ნათელაშვილმა ხმების 3,5% აიღო. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ეს მარტივად იხსნება საარჩევნო კამპანიის ფაზით. ”ლეიბორისტებს” საკმაოდ დინამიური საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იზრდება ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის რეიტინგი, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი ცნობადობა, თუ კი ეს პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას.
გარდა ამისა, ”ლეიბორისტებს,” ჰყავდა მხოლოდ ერთი კონკურენტი პარტია, რომელთანაც მათ უწევდა ბრძოლა მარგინალურ ველზე. ”ლეიბორისტებმა” ეს ბრძოლა „ღირსეულად“ წააგეს ”პატრიოტთა ალიანსთან.” რაც ბუნებრივია, ვინაიდან ”პატრიოტებიც” და ”ლეიბორისტებიც,” წარმოადგენენ ორი ძირითადი პარტიის, „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“, მარგინალურ ემანაციებს. და თუ ამომრჩევლების ძირითად ველზე იმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ლოგიკურია, რომ მისი „აგენტი“ ”პატრიოტების” სახით, დაამარცხებდა მარგინალურ ველზე ”ნაცმოძრაობის” „აგენტს“ ”ლეიბორისტების” სახით.
საარჩევნო კამპანია ახალი დაწყებული იყო, როცა თქვენ არ გამორიცხეთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გარკვეულწილად იქნებოდა დასავლეთისა თუ რუსეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. თუ არჩევნების შედეგებს მსოფმხედველურცივილიზაციური თვალსაზრისით შევხედავთ, როგორია საქართველოს მოსახლეობის მსოფლმხედველურცივილიზაციური არჩევანი?
– მთავარი რაც გამოჩნდა არის ის, რომ პრორუსული ვექტორი ქართული პოლიტიკისთვის კვლავ მარგინალურ ვექტორად რჩება. „პატრიოტთა“ საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობა კიდევ უფრო მეტად მოახდენს ამ ვექტორის მარგინალიზაციას.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ”კონსტიტუციური უმრავლესობის ხიბლის დაჭაშნიკება სულ მალე მოხდება და ჩვენ ვისულდგმულებთ უძლეველიბიძინოკრატიით”. თქვენი დაკვირვებით, ელოდება თუ არა ქვეყანასბიძინოკრატია”?
– ხშირად, პროცესის ეფექტური შეფასება ახდენს მის გამარტივებას. ვფიქრობ, რომ პროცესები ბევრად უფრო საინტერესოდ და დრამატულად წარიმართება.
მეჩვენება, რომ ივანიშვილი შეეცდება ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც მისი ჩარევის გარეშე ავტონომიურად იფუნქციონირებს, ხოლო სისტემა მის მიმართ შეინარჩუნებს ლოიალობას.
არჩევნების შედეგების შეჯამებისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაღაზიძემ ასეთი მოსაზრება გამოთქვა – ”ივანიშვილმა პოლიტიკური მოედანი მოასუფთავა”. მოსუფთავებულია თუ არა პოლიტიკური სივრცე ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა არა ერთი მართლაც კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ახლა შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მოედანი არჩევნების გზით მონოპოლიზებულიც კია, რაც ბევრის აზრით, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ახლა საუბარი იმაზე, რომ არჩევნებზე საკმაოდ ცოტა ხალხი მივიდა, ”ქართულმა ოცნებამხმათა საკმაოდ დაბალი პროცენტი მიიღო შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, აზრს კარგავს, ვინაიდან ასეთია მოცემულობა.
თქვენც თვლით, რომ 2016 წლის არჩევნებით ივანიშვილმაპოლიტიკური მოედანი მოასუფთავა”, თუ კი, საინტერესოა თქვენი აზრით რა ძალების სასარგებლოდ მოხდა პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა?
– ვფიქრობ, რომ ვითარების შეფასება მოითხოვს გარემოებების დაზუსტებას. ჯერ ერთი, მე არ ვთვლი, რომ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივიდა. დასწრების პროცენტი, ჩვენთან არის ძალზედ პირობითი ვინაიდან დღემდე უცნობია, თუ რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს ფაქტობრივად საქართველოში. ჩემი სუბიექტური შეფასებით, საქართველოში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 მლნ 500 – 600 ათას ამომრჩეველს. ამ შემთხვევაში 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩევლის მისვლა საარჩევნო უბნებზე ვერანაირად ვერ ჩაითვლება დაბალ დასწრებად. არ არის კორექტული 2016 ამომრჩეველთა აქტივობის შედარება 2012 წლის მოსახლეობის აქტივობასთან, ვინაიდან 2012 წელს ქვეყანამ არჩევნების მეშვეობით მოახდინა ელექტორალური რევოლუცია.
რაც შეეხება კვალიფიციურ სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის მიღმა დარჩნენ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ჩემის აზრით უნდა ატარებდეს კვალიფიციურ საარჩევნო კამპანიას და უნდა გააჩნდეს კვალიფიციური საკადრო რესურსი ადგილებზე. სამწუხაროდ, გარეთ დარჩენილ პარტიებთან მიმართებაში ვერ ვიტყვი, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ამ კრიტერიუმებს. ასევე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაბალი პროცენტი მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 860 ათასი ხმა, ეს არის ძალზედ მაღალი მაჩვენებელი და ის გარემოება, რომ „ოცნება“ შეიძლება საკონსტიტუციო პაკეტს დაეუფლოს განპირობებულია ჩვენი საარჩევნო სისტემის თავისებურებით, რომელშიც პოლიტიკური ძალების განლაგებაზე პარლამენტში დიდ გავლენას ახდენს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები.
არსებულ ვითარებაში, ”ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები რა თქმა უნდა, სარგებლობდნენ უპირატესობით და ეს ცნობილი იყო მანამდეც, და ეს ცნობილი იყო მაშინაც, როდესაც ე.წ კვალიფიციური პარტიები იყვნენ პარლამენტში და არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეეცვალათ არსებული მოდელი. ამის შედეგად მივიღეთ ორპარტიული მოდელი, რომელიც ლოგიკურია არსებულ ვითარებაში, ვინაიდან გარეთ დარჩენილმა „კვალიფიციურმა“ სუბიექტებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ორი ძირითადი პარტიის რესურსული შესაძლებლობანი და ვერ მოახდინეს თავიანთი რესურსების კონსოლიდაცია ერთიან პლატფორმაზე. მაგალითად, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „რესპუბლიკელებს“ რომ მოეხდინათ გაერთიანებული ბლოკის შექმნა, ისინი გარანტირებულად გადალახავდნენ ბარიერს. ასევე სინერგიული კოლაბორაციის რესურსი სხვა პარტიებსაც გააჩნდა.
არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა – ”ივანიშვილმა ურჩობისთვის დაგვსაჯაო”. ასეთ ფონზეთავისუფალი დემოკრატებირიგრიგობით დატოვეს ალაქსანდრე პეტრიაშვილმა, შემდეგ ვიქტორ დოლიძემ, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ოპონენტები და მხარდამჭერებიც კი მათ ბრძოლის ველიდან გაქცევას საყვედურობენ. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარტიის დატოვებითა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებებით თანაგუნდელებმა და მეგობრებმა ერთმანეთს გამოუცხადეს სოლიდარობა. რა იყო ამის რეალური მიზეზი ჯერ არ თქმულა, მაგრამ წესით, უცნობი არ უნდა დარჩეს. საუბარი იმაზე, რომ მათ და სხვებს, ვინც პარლამენტს გარეთ დარჩა კომპეტენციის ზღვრის პრობლემა ჰქონდათ, აშკარად გადაჭარბებულია. ვიდრეთავისუფალი დემოკრატებისპოლიტიკიდან წასვლის რეალური მიზეზი გახდება ცნობილი, თქვენი ვერსია რა შეიძლება იყოს


– მეჩვენება, რომ ივანიშვილის მიმართ მსგავსი შეფასებების გაკეთება წარმოადგენს ცნობილ ე.წ ლოკუს-კონტროლის ტესტის მეშვეობით გამოვლენილ თვისებას. ლოკუს – კონტროლის შედეგად შეიძლება დადგინდეს თუ რას აბრალებს პიროვნება თავის წარუმატებლობას – გარე თუ შიდა ფაქტორებს.
ვიმეორებ, რომ „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ელექტორალური „დრამის“ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ამ პარტიების „ლიდერშიპების“ არათანაზომადი ამბიციები, რომლების არსებობამაც არ მისცა ამ სუბიექტებს ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბებას შესაძლებლობა, რამაც აისახა არჩევნების შედეგებზე.
რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს. რა თქმა უნდა, ივანიშვილს უდიდესი გავლენა ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე და არა მხოლოდ. ივანიშვილმა შექმნა ამ საარჩევნო კამპანიის ფაბულა – ორპოლუსიანი დაპირისპირება, ”ნაცმოძრაობისგან” „საფრთხობელა“. ეს ყველაფერი ივანიშვილის წყალობით გახდა ამ საარჩევნო კამპანიის ძირითადი საზრისიც.
ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილმა აიტაცა თამაშის ეს წესები, აქტიურად ჩაერთო ამ დრამატურგიაში და დიდი სიამოვნებით მოირგო ამ ”საფრთხობელას” როლი. სააკაშვილი აქაც დამარცხდა, ვინაიდან ვერ მოახერხა რევოლუციური მუხტის აწევა. სამაგიეროდ, მან მოუტანა ”ნაცმოძრაობას” ზედმეტი 120-150 ათასი ხმა. ამ თვალსაზრისით, ”ნაცმოძრაობაში” ატეხილი დისკუსია, მიხეილ სააკაშვილის როლზე ”ნაცმოძარობის” შედეგთან დაკავშირებით, მეჩვენება, რომ არ არის სამართლიანი სააკაშვილთან მიმართებაში.
სააკაშვილმა თავისი აგრესიული რიტორიკით და დამაჯერებლობით შეძლო დაერწმუნებინა თავისი და ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი, რომ ”ნაცმოძრაობა” უცილობლივ გაიმარჯვებდა არჩევნებზე, ხოლო მისი ლიდერი აუცილებლად ჩამოვიდოდა ოდესიდან გამარჯვებული ლიდერის სტატუსით. სააკაშვილმა მოახერხა თავისი და მანამდე განზე მყოფი ამომრჩევლის მობილიზაცია და ამის შედეგად ”ნაცმოძრაობამ” მიიღო თითქმის 500 ათასი ხმა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2013-14 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს, ივანიშვილმა ფაქტობრივად გაანაწილა როლები და თვითონ წამოიწყო მძლავრი ნეგატიური კამპანია, რომლის მეშვეობითაც აყენებდა დარტყმებს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, მის ძირითად სამიზნედ სწორად ”ნაცმოძრაობა” იქცა. ამით ივანიშვილმა საშუალება მისცა გიორგი კვირიკაშვილსა და „ოცნების“ ახალ სახეებს ეწარმოებინათ პოზიტიური კამპანია, რამაც შესაძლებლობა მისცა ”ოცნებას” გაეზარდა თავისი ამომრჩევლის რაოდენობა 350 – 400 ათასი ხმით.
ბიპოლარული დაპირისპირების შედეგად, მივიღეთ საკმაოდ მაღალი დასწრება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო სხვა, თქვენი ტერმინოლოგიით კვალიფიციური სუბიექტებისთვის, ვინაიდან ამ კვალიფიციურ სუბიექტებს უბრალოდ არ ეყო ვერც ადამიანური და ვერც ორგანიზაციულ- მობილიზაციური რესურსი თავისი ისედაც მწირი ამომრჩევლის მოსაყვანად საარჩევნო უბნებზე.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერშიპის უეცარ გადადგომას, მე არ მახსენდება პარტიების ისტორიაში დიპლომატებისგან შემდგარი პარტია. ქვეყანა განიცდის კვალიფიციური რესურსის მწვავ დეფიციტს და მიმაჩნია, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერშიპის ჩართვა სახელმწიფო სამსახურში იქნებოდა ლოგიკური და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი.
თუნაცმოძრაობისლიდერების განცხადებებით ვიმსჯელებთ, რჩება შთაბეჭდილება რომ პარტიაში სამომავლო გეგმებზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. თქვენი კოლეგა სოსო ცისკარიშვილის აზრით, ”ნაციონალებიდაიყვნენ ნაციონალრადიკალებად და ნაციონალპრაგმატისტებად. სხვა ქართველი ექსპერტებინაციონალებსდაშლა უწინასწარმეტყველებენ. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მათ თითქმის 500 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ მხარდაჭერის რესურსი არ გამოიყენონპარლამენტში ხელისუფლებას კვალიფიციური ოპონირება არ გაუწიონ და 2020 წლის არჩევნებისთვისაც არ მოემზადონ. თქვენი დაკვირვებით, შეძლებს თუ არანაცმოძრაობაკონსტრუქციული, ევროპული ტიპის პოლიტიკურ ოპოზიციად ჩამოყალიბებას?
– ”ნაცმოძრაობის” მორალური და პოლიტიკური ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ მიუხედავად დღევანდელი წარმატებისა, მონანიების გარეშე მათი როგორც კონსტრუქციული, ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბება შეუძლებლად მიმაჩნია.
პოლიტიკური ბრძოლის რა გზას დაადგებიან სხვა პარტიები, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა? უკვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინასებას 20-მდე პარტია მიიღებს. მათ შორის არიან ისეთი პარტიები, რომლებთან 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ, მაგრამპატრიოტთა ალიანშიარიან. ეს არა მარტო მათ, სხვებსაც ეხებათ. ამისადმი თქვენი დამოკიდებულება როგორია?


– კანონმდებლობაში არის ხარვეზები, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ? რა დამსახურების გამო უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ისეთ პარტიებს, როგორიც, მაგალითად, არის კოკო გამსახურდიას „თავისუფლება“ და სხვა პატრიოტთა ბლოკში შემავალ პარტიებს, რომლის დასახელება არც მახსენდება.
სისტემა, რომელიც გულისხმობს არაფრისმაქნისი, პარაზიტი პარტიების შენახვას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ძალზე წააგავს სახელმწიფოს მიერ შექმნილ პოლიტიკური კორუფციის სისტემას.

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...