საზოგადოება

” ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი” – სალომე ზურაბიშვილი

ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  CNN-თან   ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა სამხილები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, პრეზიდენტი პასუხობს:

„ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას და უცებ ერთ არჩევნებზე ეს შემობრუნება მოხდა, მაშინ როცა ხალხი ამ ევროპულ მიზანს მხარს სტაბილურად უჭერს. ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი და განსაკუთრებით ახალი – ელექტრონული ხმის მიცემა, დადასტურდა, რომ მათ გამოიყენეს მოქალაქეებისგან ამოღებული პირადობის მოწმობები და გამოიყენეს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ. ყველა ეს მტკიცებულება შეგროვდა და გროვდება. რაც ახლა ხდება, მომხდარი დარღვევების სისტემურ ხასიათს ცხადყოფს. გაყალბებები გვინახავს, მაგრამ ამ მასშტაბისა და ასეთი მრავალგვარი გაყალბებები პირველი შემთხვევაა და უპრეცედენტოა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება