ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოლუმბიისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის ამოქმედება შეაჩერა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოლუმბიისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის ამოქმედება შეაჩერა.
26 იანვარს კოლუმბიამ არ მიიღო ორი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებშიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები, დეპორტირებული კოლუმბიელები იმყოფებოდნენ.
პასუხად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კოლუმბიიდან იმპორტირებულ პროდუქციას დაუწესდება 25%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც მოგვიანებით გაორმაგდება, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მოკავშირეებს კი აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ.