აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს – ემანუელ მაკრონი
აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
