აშშ-ის ეროვნულმა არქივმა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა
აშშ-ის ეროვნულმა არქივმა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
დოკუმენტების გამოქვეყნება მოჰყვა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელსაც დონალდ ტრამპმა იანვარში მოაწერა ხელი.
ეროვნულ არქივში აღნიშნეს, რომ ყველა ჩანაწერი, რომელიც ადრე იყო დაცული, ახლა გამოქვეყნებულია.
ახალი ფაილები შეიცავს დაახლოებით 80 000 გვერდს.
საიდუმლო მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის 23 იანვარს მიიღო.