სხვა

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.

პაკეტში სხვა ყველაფერთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.

კომენტარის დატოვება