აშშ უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება, დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულება სურს – თეთრი სახლის პრესსპიკერი
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლინ ლევიტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.
კაროლონ ლევიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეწყვიტა ამ ომის დაფინანსება, შეერთებული შტატები ნატოს მექანიზმების მეშვეობით კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღის გაგზავნას ან მიყიდვას.
„ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა
