ეკონომიკა

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის საქართველოს $588 მილიონი გამოუყო

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის აზერბაიჯანის ნავთობის ფონდს (SOFAZ) 588,2 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.

ინფორმაცია ფონდმა საკუთარ გვერდზე განათავსა. თანხა “მარაბდა -კარწახის რკინიგზამ” რამდენიმე ტრანშად,  2016 წლის 1 იანვრამდე მიიღო. მათ შორის, 2015 წლის მეოთხე კვარტალში SOFAZ -მა  28,9 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვება წლის ბოლოს იგეგმება. სამუშაოები თურქეთის ტერიტორიაზე გაჭიანურდა.

 

წყარო: Gbc.ge