ჩინეთი და რუსეთი იაპონიისა და ოხოტის ზღვებში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
ჩინეთი და რუსეთი სექტემბერში იაპონიისა და ოხოტის ზღვებში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „ჩრდილოეთი, ურთიერთქმედება – 2024“-ს ჩაატარებენ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინური და რუსული მხარეების წლიური გეგმისა და შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალები სექტემბერში გაგზავნის საზღვაო ძალებსა და საჰაერო ძალებს წვრთნებში: „ჩრდილოეთი, ურთიერთქმედება – 2024“ – მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იაპონიისა და ოხოტის საზღვაო წყლებსა და საჰაერო სივრცეში ჩატარდება”,- აღნიშნულია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.