სხვა

” ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო. ეს არის მადლიერება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის – ჩვენი გამძლეობა უკრაინაში ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ჩვენთვის – და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა გაუთავებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარის დატოვება