ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ – კაია კალასი აშშ-ზე
აშშ ჯერ კიდევ ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ, სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის ერთ აზრს არ ვიზიარებთ, მაგრამ საერთო პრინციპი ჯერ კიდევ ძალაში რჩება. ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ“, – განაცხადა კალასმა
