მსოფლიო

Dell-ი არაპროფილურ აქტივებს ასხვისებს

Dell -მა EMC Corp-თან შერწყმამდე არაპროფილური აქტივების გასხვისება გადაწყვიტა.

არაპროფილურ აქტივებში, რომლის გასხვისებასაც Dell-ი გეგმავს არის  პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სერვისის განყოფილებები.

აღნიშნულის მიზეზად, EMC -თან გაერთიანებამდე, 49,5 მლრდ აშშ დოლარის დავალიანების შემცირება სახელდება, რათა კომპანიის მომავალ მყიდველს არ მოუწიოს მისი გადახდა.

Reuters-ი  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Dell-ის მიერ გაყიდული იქნება ისეთი აქტივები, როგორებიცაა:  Quest Software, SonicWall, AppAssure  და Perot System-ი.

წინასწარი ინფორმაციით, Dell-ი არაპროფილურ აქტივებს 10 მლრდ აშშ დოლარად ყიდის.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]