დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის
ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. აქციების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი მოაწერა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფემ, ტომ ჰომენმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები შაბათს განლაგდებიან.