დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გარდა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინის შეუჩერა.
„ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.