სხვა

დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზები განვიხილე – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უკრაინაში მშვიდობის შესახებ ესაუბრა.

„სამშვიდობო მისია 5.0. პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მარ-ა-ლაგოში სტუმრობა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის მოაგვარებს ამ პრობლემას!“– წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ორბანს:

“გმადლობთ, ვიქტორ. მშვიდობა უნდა იყოს და სწრაფად. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარის დატოვება