სხვა

„ძლიერმა საქართველომ“ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოძრაობა“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

„დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე…

მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს – ვიმეორებ ყველამ! – აქ გამონაკლისი არ არსებობს! ახლა კეკლუცობის დრო არ არის! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას! ახლა ერთიანობის და ბრძოლის დროა!“ – აცხადებენ პარტიაში.
ცესკოს მონაცემებით, პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 მანდატი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება