სხვა

საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს

საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს და სრულად აღჭურავს, – ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს ჩატარებული თემატური კონფერენციების შედეგები მშვიდობის ფორმულის ცალკეულ პუნქტებზე დაყრდნობით და ბირთვული უსაფრთხოების შეხვედრისთვის მზადება. ასევე ყურადღება გაამახვილეს მეორე სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე სამხედრო დახმარებისთვის.

კომენტარის დატოვება