20/07/2026
Latest:
სხვა

“ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს 12:10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტროენერგია შეეზღუდება, სოფლებს – სტეფანწმინდა, გერგეთის უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს 12:10-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გერგეთის უბანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება