ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 გრძელდება
ფოტო: გამოცდების ეროვნული ცენტრი
ამ წუთებში აბიტურიენტები საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მეორე სესიაზე განაწილებულთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 3 შემთხვევა.
გამოცდა ზუსტად 15:00 საათზე დაიწყო და 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდება, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.