სხვა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებენ.

“რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის, მისი მიზანია, ძლიერების მმართველობის დაწესება. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლას ვზრდით, ვინაიდან, ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის…

ჩვენი მესიჯი ცხადია: ეს ომი უნდა დასრულდეს. ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს. ვინაიდან, დღეისთვის ის მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის მეტი ძლიერი სანქციებით. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18 პაკეტის წინადადებით გამოვდივართ. სამიზნეში ორ სექტორს ვიღებთ. რუსეთის ენერგეტიკის სექტორს. და რუსეთის საბანკო სექტორს. ვაფართოებთ საექსპორტო აკრძალვებსა და კონტროლს, და ვაძლიერებთ [სანქციების] გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება