სხვა

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გასცემს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კომენტარის დატოვება