ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას.
ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X- ზე აქვეყნებს:
“გასული კვირის მინისტრთა წარმატებული შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელზეც უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია საზღვრის დაცვის პაკეტზე შეთანხმდნენ, დღეს ევროპული ინტეგრაციისა და შენგენის ზონისკენ საკვანძო ნაბიჯი აღინიშნება. Coreper-მა [მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა] დაასრულა საბჭოს გადაწყვეტილების მომზადება გააუქმოს შიდა სასაზღვრო შემოწმებები ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1 იანვრიდან. ფორმალური მიღება მოსალოდნელია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოზე 12 დეკემბერს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 2010 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მათ ავსტრია და ნიდერლანდები არალეგალური მიგრაციის შეკავებისთვის არასაკმარისი ზომების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.