“განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში” – ჯიმ რიში
2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, ეს ვფიქრობ, რბილად ნათქვამია. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ვაღიაროთ, რომ ეს პარტიული საკითხი არ არის, ეს ორპარტიული საკითხია, ამერიკული საკითხია, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ავტოკრატები და მათი მთავრობები ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რათა გადარჩნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელახლა გამოჩნდებიან ხოლმე კრეატიული მეთოდების გამოყენებით პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის, ადამიანის უფლებების დამცველების და ყველა სხვის გასაჩუმებლად, ვინც ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მათ ქმედებებს.
განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში. ევროკავშირის მკაფიო განცხადებების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირში გაწევრიანებას შეაჩერებს, მაგრამ საქართველოს მთავრობა დაჟინებული იყო.
მოხარული ვარ, რომ აშშ-მა საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და მიმდინარე დახმარებაში პაუზა აიღო. ” – აღნიშნა სენატორმა.