გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს(საფრთხის დონე დაბალი)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
