სხვა

გიორგი გახარია რუსთავში მოსახლეობას შეხვდა

 

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

პარტია „საქართველოსთვის „ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

პარტიის  თავმჯდომარე გიორგი გახარია თანაგუნდელებთან ერთად რუსთაველებს შეხვდა. 12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ გამოწვევებზე, წინასაარჩევნო პერიოდზე  და დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.

გიორგი გახარიამ რუსთავში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაზეც ესაუბრა და არჩევნების შედეგების დაცვის საჭიროება განუმარტა.

როგორც პარტია “საქართველოსთვის” რუსთავის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე   და რუსთავის საკრებულოს წევრი  ნათია შელეგია განმარტავს პარტია  მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს:

„ გვქონდა გაფართოებული შეხვედრა ახალ რუსთავში მოსახლეობასთან. უახლოეს პერიოდში აუცილებლად დავგეგმავთ შეხვედრას ძველ რუსთავშიც. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის ხშირად თავად შეხვდება მოსახლეობას და  მოისმენს მათ საჭიროებებს.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ წინასაარჩევნო კამპანია შენელებულია. თუმცა, რუსთავში, საკრებულოში, მერიაში ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც 3 წლის მანძილზე ჩვენი ძალისხმევით გვქონდა შეჩერებული, ახლა დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომებზე განიხილება, მათ შორის მუნიციპალური შენობა-ნაგებობების გასხვისება და აუქციონის წესით განკარგვა.  ეს ის საკითხებია , რასაც ჩვენ ვაჩერებდით 3 წლის განმავლობაში. მოსახლეობა ამ მიმართულებით მხარდაჭერას ითხოვს. გარდა ამისა, ნომერ პირველ პრობლემად სახელდება ქალაქში ავარიული სახლები და ლიფტები და ამ მიმართულებით ადვოკატირებასაც  კვლავ გავაგრძელებთ. „ – ნათია შელეგია.

 

 

 

კომენტარის დატოვება