Global Tech Weekend Tbilisi 2026 დასრულდა
რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება დასრულებულია. GTWT 2026 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.ღონისძიებების სერია 19 ივნისს დაიწყო და 21 ივნისამდე გაგრძელდა. პირველი დღე კონფერენციებს, ვორქშოფებს, დახურული სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს დაეთმო.
მთავარი ღონისძიება 20 ივნისს გაიმართა. 150-ზე მეტი საერთაშორისო ბრენმა და მათმა წარმომადგენლებმა, 200+ სპიკერმა, 300+ ინვესტორმა და ათეულობით სტარტაპმა Factory Tbilisi-ში მოიყარა თავი.

კონფერენცია ხუთ სცენაზე მიმდინარეობდა, სადაც გამომსვლელები თანამედროვე ტექნოლოგიებზე პანელური დისკუსიების, keynote-ის და Fire-side chat-ის ფორმატში ისაუბრეს. პარალელურად, ტერიტორიაზე ათობით გასართობ-შემეცნებითი ინტერაქციული და კვების ზონა მოეწყო.

ღონისძიება კვირას კულტურული გამოცდილებებით დასრულა. მონაწილეებმა საღამოს გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის წარმატებით ჩატარება კოქტეილის წვეულებით აღნიშნეს.
აღსანიშნავია ის, რომ Global Tech Weekend-ის ბრენდი საქართველოს ფარგლებს გასცდა. წელს პირველი კონფერენცია სილიკონის ველის შუაგულში, სან-ფრანცისკოში გაიმართა, მოგვიანებით კი ჯერ ტაშკენტში, მერე კი თბილისსა და ბაქოში.
შეგახსენებთ საქართველოს დედაქალაქმა Global Tech Weekend-ის ფორუმს პირველად 2025 წელს უმასპინძლა.
