ID ბარათების დიზაინი შეიცვალა
10 მარტიდან საქართველოში ახალი პირადობისა და ბინადრობის მოწმობები განახლებული დიზაინით გაიცემა. ბრძანება ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრის სახელით გამოსცა.
პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ID ბარათებზე დაიტანენ QR კოდს, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას.