სხვა

“იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად” – საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეთა მიღება გამოცხადდა

“იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად” – საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეთა მიღება ცხადდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს (18-დან 30 წლამდე), რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.

პროექტი ქართველ და ლატვიელ მოხალისეებს აერთიანებს  და მიზნად ისახავს ეკოლოგიის, არაფორმალური განათლებისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობას.

27 დღიანი პროგრამის განმავლობაში მოხალისეები ჩაერთვებიან ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, გარემოზე ორიენტირებული და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებაში, ასევე ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

 პროგრამა ფარავს:
– საცხოვრებელს რუსთავსა და მანგლისში (მანგლისი 5 დღე კარავში)
– ჯიბის ფულს 174 ევროს ოდენობით
– კვებას
– ტრანსპორტირებას რუსთავსა და თბილისს შორის
– ჯანმრთელობის დაზღვევას

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/0o4X5

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი ინგლისურენოვანი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე iscr.sending@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 5 ივლისისა.

პროექტის თარიღები: 16 ივლისი – 12 აგვისტო, 2025
ადგილმდებარეობა: რუსთავი და მანგლისი, საქართველო

 

კომენტარის დატოვება