ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
