სხვა

ირანელებს არ მივცემთ საშუალებას, რომ გამდიდრებული ურანი ჰქონდეთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანიდან გამდიდრებულ ურანს წაიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„წამოვიღებთ მას. არ გვჭირდება ის, არ გვინდა. სავარაუდოდ, გავანადგურებთ, მას შემდეგ რაც მოვიპოვებთ, მაგრამ მათ [ირანელებს] არ მივცემთ საშუალებას, რომ ის ჰქონდეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ირანის უზენაესმა ლიდერმა განკარგულება გასცა, რომ ირანის თითქმის საბრძოლო დონეზე გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს.

კომენტარის დატოვება