23/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ივლისში ინფლაცია 1.5%-მდე გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიური ინფლაცია ივლისში ივნისის 1.1%-დან 1.5%-მდე გაიზარდა. თვლიურმა ინფლაციამ კი 0.2% შეადგინა. ივნისში თვიური დეფლაცია დაფიქსირდა და 0.9% შეადგინა.

წლიური 1.5%-იანი ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენაიქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13,1პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორცთამბაქოს ნაწარმის (20,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების(7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობისსხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,1-პროცენტიანიმატება. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის წვლილმა ინფლაციისმთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებიძირითადად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობისსხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით, რამაცინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტიშეიტანა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიულისამედიცინო მომსახურების (8,7 პროცენტი) და საავადმყოფოებისმომსახურების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ფასების 8,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტისჯგუფზე, რაც -1,04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურიინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდაპირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,0პროცენტი).

[wpolling id=”13″ width=”” height=””]