ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა
ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში მეხუთედ ვიმყოფები და უკანასკნელად, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი მანდატის განმავლობაში პირადი პრიორიტეტი იყო და იგი ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება“, – დაწერა ბორელმა X-ის პლატფორმაზე.
ბორელი ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენელია, რომელიც უკრაინას ეწვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.