კახეთის გზატკეცილზე ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაიყიდა – ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე აშენებული ახალი შენობა პარტიის საკუთრებას 2010 წლიდან წარმოადგენდა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახლა მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისი იყოს დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე, სადაც ყველა ამომრჩევლისთვის, წევრისა თუ პოტენციური მხარდამჭერისთვის ხელმისაწვდომი იქნება.