ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა
კანადაში ხანძარი და ლიბიაში პოლიტიკური დაპირისპირების ესკალაცია ნავთობს აძვირებს. ნავთობის ფასი ინვესტორების მოლოდინის გამო გაძვირდა, რომლებიც მისი მოპოვების შემცირებას ვარაუდობენ.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ლონდონის ბირჟაზე ერთ ბარელში 45,55 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობი ნიუ-იორკის ბირჟაზე 44,91 დოლარი ღირს. ნავთობის გაძვირების ძირითადი მიზეზი გახდა ხანძარი კანადის ალბერტას პროვინციაში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ამ რეგიონში დიდი რაოდენობით ნავთობის მარაგია.
ქალაქ მაკ-მარეითან, რომლის ევაკუაცია ხანძრის გამო მოხდა, კანადაში არსებული მთელი ნავთობის მარაგის ნახევრის მოპოვება ხდება. ამასთანავე, ექსპერტებს მაიჩნიათ, რომ ფასის ზრდა დროებითია და მის სერიოზულ კორექტირებაზე საუბარი არ მიდის. 2016 წლისთვის ნავთობზე ფასის პროგნოზი იგივე რჩება – 45 აშშ დოლარი ერთ ბარელში.