მსოფლიო

მარიხუანა აშშ-ს ეკონომიკაში 2020 წლისთვის 44 მილიარდ დოლარს შეიტანს

Marijuana Business Daily-ს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, კანაფის ინდუსტრიის შემოსავალი 2020 წლისთვის $44 მილიარდი იქნება. ყოველი დოლარი, რომელიც აშშ-ში მარიხუანის შესაძენად დაიხარჯება (როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნით), ქვეყნის ეკონომიკას $3-ს შემატებს.

„განვიხილოთ მაგალითი: კანაფის მაღაზიის ვაჭრობამ $100 შეადგინა. ფულის ნაწილს ბიზნესმენი თანამშრომელს უხდის, რომელიც თავის მხრივ მაღაზიაში სურსათს შეიძენს და ა.შ. ეს პროცესი ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორის, კრის ვოლშის მიხედვით, აშშ ახალი ბიზნესის დაბადების მომსწრეა, რომელიც „მასიურ ეკონომიკურ ძალად იქცევა.“ რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მომხმარებლები ძირითადად კოლორადოში, ვაშინგტონსა და ორეგონში ცხოვრობენ. აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატს ქვეყნის ლიდერობის რეალური შანსები აქვს და მარიხუანის მოხმარების კანონის შეცვლას აპირებს. „მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მომხმარებელთან ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია. ქვეყნის ნახევარმა მისი ლეგალიზაცია უკვე მოახდინა, სიაში კი სხვა შტატები არიან. ლეგალიზაციის პროცესი გრძელდება და ნებისმიერს, ვინც დინების საწინააღმდეგო მხარეს გაცურავს, ძალიან გაუჭირდება,” – განაცხადა ვოლშმა.

წყარო: commersant.ge