მარნეულში „მარნეულობა 2024“ იმართება
დღეს, 20 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში „მარნეულობა 2024“ იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
13:00 – 18:00 – ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა;
13:00 – 17:00 – ფოტო სივრცე;
14:00 – 18:00 – მუზეუმი ღია ცის ქვეშ – მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;
14:30 – ღვინის დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება;
დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
14:00 – 15:10 – საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
15:10 – 15:15 – ანსამბლი „შავნაბადა“;
15:35 -17:00 – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
გალა-კონცერტი:
18:30 – 19:30 – აზერბაიჯანელი მომღერალი როზა ზერგერლი;
19:30 – 21:00 – მუსიკალური ჯგუფი „ურსა“;
21: 00 – ფოიერვერკი