მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 6 პროცენტით გაიზარდა – სებ
წლიურ ჭრილში კვლავ გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებიც 6 პროცენტით და მშპ-ს 12.3 პროცენტი შეადგინა – მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა , – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდით აიხსნება.
„2025 წელს ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა და მიღებული შემოსავლები სტაბილურად იზრდებოდა, რის შედეგადაც მისი წვლილი მიღებული შემოსავლების ზრდაში ერთ-ერთი წამყვანი იყო. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში მზარდი იყო. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან შემოსავლებიც. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დივერსიფიკაცია. წამყვან ქვეყნებთან ერთად, სხვა ქვეყნებიდანაც ვიზიტორთა ზრდამ 2025 წელს შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მეორე მხრივ, 2025 წლის განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კვლავ შემცირდა,“-ნათქვამია ანგარიშში.
