სხვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ, ვინც რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, სანქციები კიდევ ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზიციაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული საქმიანობის, მათ შორის უცხოური ინფორმაცის მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI), ფონზე მიიღეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შემზღუდველი ზომები, საერთო ჯამში, ამჟამად 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეტანილი პირების აქტივები გაყინვას ექვემდებარება და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ სახსრები, ფინანსური აქტივები ან ეკონომიკური რესურსები. დასანქცირებულ ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ მოგზაურობა, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლას ან ტრანზიტით გადაადგილებას უკრძალავს.

 

კომენტარის დატოვება