მსოფლიო რუსეთს არ ენდობა – უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად – ვოლოდიმირ ზელენსკი
მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და უკრაინის მხრიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის. ახლა რუსეთისგან საჭიროა შედეგები. ჩვენ მათ არ ვენდობით და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად – მზად არიან შეწყვიტონ მსოფლიოს მოტყუება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ამერიკის მოტყუება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.