მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას ღაზიდან მძევლების გათავისუფლების შესახებ – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო.
„მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.