მსოფლიო

“ობამა „ისლამური სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, უსინდისო კლინტონი კი – თანადამფუძნებელია”

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამფუძნებელი უწოდა. ამერიკული პრესის თანახმად, შესაბამისი განცხადება მან ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ისლამური სახელმწიფო“ თაყვანს სცემს ბარაქ ობამას. ის „ისლამური სახელმწიფოს“ დამფუძნებელია, უსინდისო კლინტონი კი – თანადამფუძნებელი“, -განაცხადა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, არც ბარაქ ობამა და არც ჰილარი კლინტონი არასდროს იყენებენ ტერმინს „რადიკალური ისლამური ტერორიზმი“.