პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს – პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით იქმნებოდა.
“თემატური მოკვლევის ინსტრუმენტის ფუნქციების შეთავსებას წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატები უზრუნველყოფს”, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.