სხვა

პუტინმა ჩვენს არჩევნებზე საუბარი და მასში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, წერტილი – თეთრი სახლი

ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი, წერტილი. მან, ასე თუ ისე, უპირატესობა არავის უნდა მიანიჭოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი და დიდად მადლიერი ვიქნებით, თუ ბატონი პუტინი, შეწყვეტს ჩვენს არჩევნებზე საუბარს და შეწყვეტს მასში ჩარევას“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კამალა ჰარისს უჭერს.

 

კომენტარის დატოვება