ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის დემოკრატია – შალვა პაპუაშვილი
ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის დემოკრატია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩევნებზე ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო შეფასებებს.
„ევროპარლამენტის მისიაც იყო დამკვირვებელი, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტი თავად ჩაერია არჩევნებში, როდესაც არჩევნებამდე ცოტათი ადრე რეზოლუცია მიიღო და, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს ამით მოუწოდა და მიანიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭიროს მხარი. ეს იყო ჩარევა არჩევნებში. გარდა ამისა, მოგვიწოდა, რომ სააკაშვილი გასათავისუფლებელია და რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. შემდეგ ეს ხალხი იმედგაცრუებული დარჩა იმ შედეგით, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერითაა ხელისუფლებაში. ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები რომ არიან, გასაკვირი არ არის” – შალვა პაპუაშვილი.
