მსოფლიო

რა საერთო ნიშნები აქვს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლოგოებს?

ონლაინ საგანმანათლებლო გამოცემა udemy-მა გამოიკვლია მსოფლიოს 50 ყველაზე წარმატებული კომპანიის ლოგო. გაგიკვირდებათ და ამ დაკვირვებების მეშვეობით საინტერესო სიახლეები აღმოაჩინა.

გუნდმა ეს მიღებული ინფორმაცია მოათავსა ერთ ინფოგრაფიკაზე და უწოდა “წარმატებული ლოგოების დეკონსტრუქცია”.

ერთი შეხედვით, ყველაზე პოპულარული ლოგოები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა udemy-ის მიერ მათი მახასიათებლებისა და ძირითადი ნიშნების შესწავლის შედეგად, გაირკვა მათი საერთო თვისებებიც და აღმოჩნდა, რომ გრაფიკული დიზაინური ელემენტები თითქმის ყველა ლოგოში საერთოა.

ასევე ძირითად მახასიათებლად გამოიყო: ზომა, ფერი, ფონტი.

მოდით შევაჯამოთ:

– ლურჯი ყველაზე გავრცელებული ფერია ლოგოებს შორის
– Sans serif-ი და uppercase-ი კი ყველაზე გავრცელებული ფონტი და ტექსტის სტილი
– მართკუთხა ფორმა უფრო მიღებულია, ვიდრე მრგვალი ან კვადრატული

აქვე უნდა დავაყოლოთ, რომ ეს ნიშნები სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ყველამ გამოიყენოს ისინი ლოგოს შექმნისას თუ კი წარმატება სურთ. გახსოვდეთ, რომ ლოგო უნდა იყოს მკაფიო, დროული, მრავალმხრივი და ბრენდის წარმატებისთვის მხოლოდ ლოგო საკმარისი არაა.

გისურვებთ წარმატებებს!

რა საერთო ნიშნები აქვს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ლოგოებს?

წყარო: wom