სხვა

“როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა, რომ ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ” – ლევან ბეჟაშვილი

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა, მესამე მოსმენაზე დანაშაულებრივად ჩაამატეს მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე არა მხოლოდ პერსონალური მონაცემების, არამედ, საიდუმლო ინფორმაციების შეგროვებასაც ეხება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„რუსული კანონის“ განხილვის ეტაპზე ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეზე, ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა, რომ ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ. დანაშაულებრივად დაამატეს მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი, რადგან ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კომენტარის დატოვება