რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლდოვაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა – ენტონი ბლინკენი
რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და მოლდოვაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები და რეფერენდუმი ჩაეშალა და მოლდოვაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა, მათ შორის უკანონო დაფინანსების, ხმების ყიდვის, დეზინფორმაციისა და მავნე კიბერ აქტივობების მეშვეობით“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%.
ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას კი მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.